Accessibility links

დღეს რუსეთში განაჩენს გამოუტანენ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირს


ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლო დღეს განაჩენს გამოუტანს ბადრი ყუშაშვილს, რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ყუშაშვილი 2007 წლის ივლისიდან 2008 წლის ივნისამდე აგროვებდა ინფორმაციას ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილების შესახებ. ბადრი ყუშაშვილი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და მან დანაშაული აღიარა. მაქსიმალური სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG