Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი კვლავ ”დიდების მემორიალის” აღდგენაზე საუბრობს


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს კვლავ განაცხადა, რომ ქუთაისში მემორიალის დანგრევა საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი დანაშაულია. პუტინის თქმით, შემოქმედებითმა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ აღადგენს დანგრეულ მემორიალს მოსკოვში. თავად რუსეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ მემორიალის აღდგენა შეუძლია მის ავტორს, ან მოსკოვის შემოქმედებით კოლექტივს. ამასთან, პუტინი დარწმუნებულია, რომ ძეგლის ავტორზე საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას მოახდენს. რაც შეეხება ზურაბ წერეთლის მიერ მემორიალის შესაძლო აღდგენას, მას - პუტინის განცხადებით, პროცესში გარკვეულწილად მონაწილეობა შესაბამისი კონტაქტების როგორც ისტორიულ სამშობლოში, ასევე რუსეთში დამყარებით შეუძლია
XS
SM
MD
LG