Accessibility links

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი აქმალ შეიხი


ჩინეთში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი, რომელიც ბრიტანეთის ქვეშევრდომს აქმალ შეიხს ადგილობრივმა სასამართლომ გამოუტანა. ბრიტანეთის მოქალაქეს ბრალი ედებოდა ჩინეთში ნარკოტიკების უკანონო შეტანაში. ადვოკატების მტკიცებით, განსასჯელს ფსიქიკური აშლილობა აწუხებდა, თუმცა ვერც მათმა მოთხოვნამ და ვერც გაეროსა და დიდი ბრიტანეთის მოწოდებამ, შეეწყალებინათ აქმალ შეიხი, შედეგი ვერ გამოიღო.
XS
SM
MD
LG