Accessibility links

პუტინის თქმით, რუსეთმა შეტევითი შეიარაღების სისტემები უნდა განავითაროს აშშ-სთან წონასწორობის შესანარჩუნებლად


„რუსეთმა უნდა განავითაროს შეტევითი შეიარაღების სისტემები, რათა ამერიკასთან წონასწორობა შეინარჩუნოს“, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა მიაწოდოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაცია შეტევითი შეიარაღების შესახებ, თუკი სანაცვლოდ ამერიკა გაამხელს საკუთარ გეგმებს ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში. „რუსეთი არ აპირებს ანტისარაკეტო დაცვის განვითარებას, რადგანაც ის ძალიან ძვირია, ხოლო მისი ეფექტიანობა დადასტურებული არაა“, განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG