Accessibility links

რუსეთმა უნდა განავითაროს შეტევითი შეიარაღების სისტემები, რათა შეინარჩუნოს ბალანსი ამერიკასთან


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმა ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შესახებ, მთავარი ხელისშემშლელია ბირთვული განიარაღების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საქმეში.
„რუსეთმა უნდა განავითაროს შეტევითი შეიარაღების სისტემები, რათა შეინარჩუნოს ბალანსი ამერიკასთან“, განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი მზადაა მიაწოდოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ინფორმაცია შეტევითი შეიარაღების შესახებ, თუკი სანაცლოდ ამერიკა გაამხელს საკუთარ გეგმებს რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სფეროში. „რუსეთი არ აპირებს ანტისარაკეტო დაცვის განვითარებას, რადგანაც ძალიან ძვირია, ხოლო მისი ეფექტურობა დადასტურებული არაა“, განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG