Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა თვითმფრინავზე ტერაქტის მცდელობას დაზევრვის არაეფექტიანობას აბრალებს


აშშ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკულ თვითმფრინავზე ტერაქტის განხორციელების მცდელობა ”სისტემური მარცხის” შედეგი იყო. ”უსაფრთხოების ზომების კატასტროფულმა დარღვევამ” საშუალება მისცა 23 წლის ნიგერიელს ასულიყო ამერიკული კომპანიის კუთვნილ თვითმფრინავში მისივე მამის მიერ შვილის ალ-ყაიდასთან შესაძლო კავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიუხედავად. ”მსურს დღეს კიდევ ერთხელ მივმართო ამერიკის ხალხს, რადგან ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებული წინასწარი ინფორმაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ცნობილია, რომ ინციდენტის მცდელობაში ეჭვმიტანილის მამამ აფრიკაში ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა თავისი შვილის ექსტრემისტული შეხედულებების შესახებ. ირკვევა, რომ კვირების წინ ეს ინფორმაცია მიიღო ჩვენი სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა კომპონენტმა, თუმცა, ის ეფექტიანად არ გაავრცელა შესაბამის სისტემაში, რომ ეჭვმიტანილისთვის აკრძალული ყოფილიყო თვითმფრინავით მგზავრობა”, - განაცხადა ბარაკ ობამამ. შეგახსენებთ, 23 წლის ნიგერიელი უმარ ფარუკ აბდულმუთალაბი ეჭვმიტანილია კომპანია ”ნორდვესტის” თვითმფრინავში აფეთქების მცდელობაში. აფეთქების მოწყობა მან 25 დეკემბერს სცადა, როცა თვითმფრინავი დეტროიტს მიუახლოვდა. აბდულმუთალაბმა, ვიდრე თვითმფრინავში ავიდოდა, შემოწმება ლაგოსსა და ამსტერდამში გაიარა, სადაც დეტექტორებმა მისი იარაღი ვერ აღმოაჩინეს.
XS
SM
MD
LG