Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს სიცრუეში ადანაშაულებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფოს და მისი დიპლომატიის ქვაკუთხედი სიცრუეა. გრიგოლ ვაშაძის ეს კომენტარი მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, რომ თბილისისგან განსხვავებით მოსკოვი 2008 წლის შეთანხმებებს ასრულებს. "როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის არაფერს აკეთებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტკნარი სიცრუე” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.
XS
SM
MD
LG