Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სიფრთხილისკენ მოუწოდებს ინდოეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს


უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაიცვისკენ მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ინდოეთში იმყოფებიან ან აპირებენ ჩასვლას. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ფლობს ინფორმაციას ინდოეთში ტერორისტული დაჯგუფებების მოსალოდნელ გააქტიურებასთან დაკავშირებით“, ნათქვამია სახემწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამასთან, ამერიკის მთავრობა დაბეჯითებით ურჩევს თავის მოქალაქეებს დადგნენ აღრიცხვაზე უახლოეს საკონსულოებში და დაიცვან უსაფრთხოების ზომები რელიგიური სიწმინდეების, რესტორნებისა და გასართობი ცენტრების მონახულებისას.
XS
SM
MD
LG