Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი კიდევ 30 სამხედროს აგზავნის ავღანეთში


ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის ნიკოლაი მლადენოვის თქმით, ბულგარეთის კონტინგენტი ავღანეთში 2010 წლის მიწურულს შესაძლოა 70 სამხედრო მოსამსახურით გაიზარდოს. მანამდე, წლის დასაწყისში ავღანეთში დამატებით 30 ბულგარელი ჯარისკაცი გაემგზავრება სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარის აეროპორტის დაცვის გასაძლიერებლად. ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთის მთავრობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ავღანეთში ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში 497 ბულგარელი სამხედრო მსახურობს, მათგან 270 ყანდაარის აეროპორტს იცავს.
XS
SM
MD
LG