Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ევროკავშირს თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამკვირვებლების გამოგზავნას სთხოვს


საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მონიტორინგის პროცესში აქტიურობა სთხოვა. პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერს ოფიციალური წერილით ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიმართა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, ნებისმიერი სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ხელისუფლება ევროპის კავშირს სთხოვს, მისი დამკვირვებლები რაც შეიძლება ადრე გამოგზავნოს.
XS
SM
MD
LG