Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო ოპოზიცია ბესელიას ვაჟსა და ძმას პოლიტიკურ მძევლებად მიიჩნევენ


არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივნის ეკა ბესელიას ვაჟისა და ძმის დაპატიმრების გამო ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ ბესიკ ბესელიასა და არასრულწლოვან რატი მილორავს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციის ლიდერები ბესელიას ვაჟსა და ძმას პოლიტიკურ მძევლებად მიიჩნევენ და მოითხოვენ, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც ბესიკ ბესელიასა და რატი მილორავას, ასევე მათთან ერთად მსჯავრდებულ ვალერი კილარჯიასა და როინ ცაგარელის მიმართ. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ წელს საქართველოში სასჯელს 40-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი იხდის.
XS
SM
MD
LG