Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი: თბილისის პოვოკაციების აღსაკვეთად საქართველოსთან საზღვარი კარგად უნდა დაიკეტოს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობა დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს 2008 წლის აგვისტომდე იყო. ცხინვალში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ედუარდ კოკოითიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს დახმარებით, საქართველომ სამხედრო პოტენციალი აღიდგინა, რაც აგრესიის განახლების გარკვეულ საფრთხეს ქმნის. თუმცა, კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთი და რუსეთი, რომლებსაც შესაბამისი შეთანხმებები აკავშირებთ, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან. ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის თქმით, თბილისისგან მოსალოდნელი პროვოკაციების, კერძოდ, ახალგორის რაიონში ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციის აღსაკვეთად, საქართველოსთან საზღვარი კარგად უნდა დაიკეტოს. კოკოითის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სტაბილური იქნება ახალგორში არსებული სიტუაცია. დღესვე დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართული ძალოვანი სტრუქტურების ტყვეობაში მყოფი ოსი არასრუწლოვნების მდგომარეობის გასარკვევად, უახლოეს ხანში მუშაობას სპეციალური კომისია დაიწყებს. კოკოითიმ აღნიშნა, რომ ოსური მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა ქართველ დამცველებთან აქტიურად ურთიერთობას აპირებს.
XS
SM
MD
LG