Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააკავეს ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა


არანაკლებ 30 ადამიანისა დააკავეს მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე არასანქცირებული მიტინგის გამართვის მცდელობისთვის. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რამდენიმე ასეული ადამიანი მოსკოვის ცენტრში შეკრების თავისუფლების მხარდასაჭერად მივიდა. დაკავებლთა შორისაა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა და კოალიცია „სხვა რუსეთის“ ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ ლიმონოვი. 82 წლის ლუდმილა ალექსეევას დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაიტს ვოჩმა“.
XS
SM
MD
LG