Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: საქართველოს გადარჩენა ჩვენს ერთობაშია


საქართველოს მოქალაქეებმა ცალი ხელით ქვეყნის აღმშენებლობა უნდა განაგძონ, ხოლო მეორეში იარაღი ეჭიროთ, რათა ქვეყანა დაიცვან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობისადმი თავის საახალწლო მიმართვაში. ხუთწუთიანი გამოსვლისას მან საქართველოს ”მტერიც” ახსენა.”ამ დღეებში გვქონდა საშუალება ტელეეკრანებიდან კიდევ ერთხელ გვეხილა ჩვენი მტრის შეშლილი და ამავე დროს ძალიან დაბნეული სახე. მას ვერ გაუგია, მიუხედავად ამდენი ხრიკისა, პროვოკაციისა, ზეწოლისა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს დაჩოქება. ის ვერ მიხვედრილა იმას, რომ შეიძლება რომელიმე ცალკე აღებული ქართველი დააჩოქო, მაგრამ ვერასდროს ვერ დააჩოქებ ქართულ საზოგადოებას,” - მოჰყავს ახალი ამბების სააგენტო “სივილ ჯორჯიას” მიხეილ სააკშავილის სიტყვები. “საქართველოს გადარჩენის საიდუმლო და რეცეპტი” ქვეყნის ერთობაში- “საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა მოქალაქის ერთობაშია,” – განაცხადა საახალწლო მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG