Accessibility links

logo-print

პაკისტანში მოხდარ ტერაქტს 75 ადამიანი შეეწირა


პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, სპორტული ასპარეზობის დროს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი მომხდარი აფეთქების შედეგად 75 ადამიანი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. ტერაქტი ქალაქ ლაკი მარვატში მოხდა, სადაც 1 იანვარს ერთმანეთს ფრენბურთიელთა ორი გუნდი ხვდებოდა. ასპარეზობის სანახავად მრავალი გულშემატკივარი შეიკრიბა. თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქნა პირდაპირ მოედანზე ააფეთქა. აფეთქების ტალღამ რამდენიმე ახლომდებარე სახლი დაანგრია. ქალაქი ლაკი მარვატი ჩრდილეოთ და სამხრეთ ვაზირისტანი რაიონების სიახლოვეს მდებარეობს, სადაც მეამბოხეები გაცილებით უფრიო აქტიურად მოქმედებენ.
XS
SM
MD
LG