Accessibility links

წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის ავტორზე თავდასხმა მოხდა


დანიის ქალაქს ვიბიუსში თავდასხმა მოხდა მხატვარ კურტ ვესტეგორდზე, წინასარმეტყველ მუჰამედზე შექმნილი ცნობილი კარიკატურის ავტორზე, რომლის გამოქვეყნებასაც 2005 წელს ისლამურ სამყაროში მრავალრციხოვანი პროტესტი მოჰყვა. კარიკატურისტის სახლზე თავდასხმა პარასკევ ღამეს 10 საათზე მოხდა. დანითა და ნაჯახით შეიარაღებული 28 წლის მუსლიმანი ემიგრანტი შეიჭრა იმ ოთახში, სადაც 75 წლის ვესტეგორდი და მის 5 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. თუმცა მათ მოახერხეს აბაზანაში დამალვა და სიგნალიზაციის ჩართვა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელბმა ცეცხლი გახსნეს და დაჭრეს თავდამსხმელი, რომელიც ჰოსპიტალიზებულია. 2008 წლის დასაწყისში დანიის პოლიცია იტყობინებოდა, რომ აღკვეთა კურტ ვესტეგორდზე თავდასხმა, რომლის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ხუთი კაცი დააკავეს.
XS
SM
MD
LG