Accessibility links

logo-print

გატაცებული ფრანგი ჟურნალისტები ცოცხლები არიან


ავღანეთში, ოთხშაბათს გატაცებული 2 ფრანგი ჟურნალისტი ცოცხალია და არ განიცდიან ცუდ მოპყრობას. ამის შესახებ საკუთარი წყაროებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება ფრანგული ტელეკომპანია, სადაც აღნიშნული ჟურნალისტები მუშაობენ. ამასთან არაფერია ცნობილი არც ინფორმაციის წყაროსა და არც იმ სამი ავღანელი მოქალქის შესახებ, რომლებიც ფრანგ ჟურნალისტებთან ერთად შეიპყრეს. კორესპონდენტების გატაცება ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე კაპისას პროვინციაში მოხდა. გატაცებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ძირითადი ეჭვმიტანილები თალიბები უნდა იყვნენ.
XS
SM
MD
LG