Accessibility links

logo-print

კოლუმბიაში 18 მეამბოხე მოკლეს


კოლუმბიაში ავიადარტყმის შედეგად არანაკლებ 18 ულტრამემრაცხენე მეამბოხე მოკლეს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული იერიშის შედეგად კიდევ 10 მეამბოხე ტყვედ არის აყვანილი პროვინცია მეტაში, სადაც რადიკალური დაჯგუფება “კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები”(ფარკ) ახალ წელს აღნიშნავდნენ. ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე კოლუმბიაში, კაკეტას პროვინციის გუბერნატორი ლუის ფრანსისკო კუელიარი მოკლეს. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მკვლელობა სწორედ ფარკ-ის მებრძოლებმა ჩაიდინეს.
XS
SM
MD
LG