Accessibility links

logo-print

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ნატოსაგან ავღანეთის ძალები ჩაიბარებენ


გერმანია აცხადებს, რომ ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედემა ძალებმა უკვე ამ წლიდან უნდა დაიწყოს ავღანეთის ადგილობრივ ძალებისათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაბარების პროცესი. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვიდო ვესტერველმა გერმანულ გამოცემა “ფოკუსთან” ინტერვიუში განაცხადა. “ლონდონის კონფერენციაზე, რომელიც ავღანეთის საკითხებს მიეძღვნება, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ პასუხისმგებლობის გადაცემის პროცესი 2010 წლიდან დაიწყოს.” გერმანიას ჩრდილოეთ ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში სიდიდით მესამე, 4500 კაციანი კონტინგენტი ჰყავს. ნატოს საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთის საკითხებზე 28 იანვარს ლონდონში ტარდება.
XS
SM
MD
LG