Accessibility links

logo-print

პაკისტანში ტერაქტის შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში მოხმდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა უკვე 93-ს მიაღწია. სხვა მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 96-ს აღწევს. ტერორისტმა თვითმკვლელმა თავი დანაღმულ ავტომანქანაში, პარასკევს ფრენბურთის მატჩის დროს ქალაქ ლაკი მარვტაში აიფეთქა. პაკისტანის ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში განაგრძობს თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას, კვლავ განაცხადა, რომ მტკიცედ იბრძოლებს ტერორიზმის ამოსაძირკვად. მსოფლიო საზოგადოებრიობამ მკაცრად დაგმო პაკისტანში მომხდარი ტერაქტი.
XS
SM
MD
LG