Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ახალი ბრალდება წაუყენეს მსჯავრდებულ ჟურნალისტს


საპატიმროში მყოფ გაზეთ “რეალური აზერბაიჯანის” რედაქტორს ეინულა ფატულაევს ახალი ბრალდება - ნარკოტიკის უკანონო შენახვა წაუყენეს. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, სასამართლომ ახალი ბრალდების გათვალისწინებით, ჟურნალისტს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. უახლოეს მომავალში მას კოლონიიდან საგამოძიებლო იზაოლატორში გადაიყვანენ. გამოძიების თანახმად, შემოწმების დროს, ჟურნალისტის საკანში 0.22 გრამი ნარკოტიკი აღმოჩნდა. ადგილობრივი უფლებათდამცველები კი დარწმუნებული არიან, რომ ფატუალევს ნარკოტიკები შეუგდეს. ჟურნალისტის ადვოკატის ისაჰან აშუროვის თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაციაზე წასვლა გადაწყვიტა იმის გამო, რომ სულ მალე სტრასბურგის სასამართლო ფატულაევის საქმის განხილვას იწყებს. 2007 წელს ფატულავეს 8.5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ტერორიზმის მუქარის, გადასახადების დამალვისა და ეროვნებათაშორის შუღლის გაღვივების ბრალდებით. უფლებათდამცველები ჟურნალისტის წინააღმდე საქმე შეთხითხნილს უწოდებენ. ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ” ფატულაევი “სინდისის პატიმრად” სცნო.
XS
SM
MD
LG