Accessibility links

logo-print

ავღანელმა დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატთა უმრავლესობა დაიწუნეს


ფარული კენჭისყრის დროს ავღანეთის პარლამენტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატთა უმრავლესობას. 24 პრეტენდენტიდან კანონმდებელთა მხარდაჭერა მხოლოდ შვიდმა მოიპოვა. კერძოდ თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა აბდულ ვარდაკმა. დაამტკიცეს ასევე შინაგან საქმეთა, ფინანსთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. მომავალი მთავრობის შემადგენლობა კარზაიმ დეკმბერში დაასახელა. მას სურდა, რომ პოსტების უმრავლესობაზე ძველი მინისტრები დარჩენილიყვნენ.
XS
SM
MD
LG