Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს წარმომადგენელი "უკანგადადგმულ ნაბიჯად" მიიჩნევს ავღანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას


ავღანეთში გაეროს მისიის ხელმძღვანელს რთულ პერიოდში "უკან გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯად მიაჩნია" ავღანეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, უარყოს მთავრობის წევრობის კანდიდატთა 70 პროცენტი. ეს კანდიდატები ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ წარადგინა, პარლამენტმა კი 17 კაცი უარყო სულ 24 კანდიდატიდან. გაეროს მისიის ხელმძღვანელმა, კაი აიდემ „ყურადღების სხვა საკითხზე გადატანა“ უწოდა ამ ნაბიჯს მაშინ, როცა ავღანეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა ცდილობენ, ყურადღება გაამახვილონ სასაწრაფოდ განსახორციელებელ რეფორმებზე. აიდეს თქმით, კარზაის ახლა მოუწევს პოლიტიკური ენერგიის დახარჯვა ახალი კანდიდატების შერჩევაზე და გაჭიანურდება დრო, ვიდრე ქმედობაუნარიანი მთავრობა შეძლებდეს დონორ ქვეყნებთან პარტნიორობის დაწყებას. პრეზიდენტი კარზაი მზარდ ზეწოლას განიცდის დასავლეთის ქვეყნებისაგან მოთხოვნით, აღმოფხვრას კორუფცია და იზრუნოს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლობიანი მთავრობის ჩამოყალიბებაზე.
XS
SM
MD
LG