Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხის რაიონს ქარბორბალამ გადაუარა


საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქარბორბალამ სახურავი გადახადა ზუგდიდი-წალენჯიხის მაგისტრალზე მდებარე 6 სახლს. წალენჯიხის რაიონში დაზიანებულია ასევე ელექტროგადამცემი ხაზები და ერთ-ერთი სოფლის სკოლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობას ზარალს გამგეობა აუნაზღაურებს. ელექტროხაზების დაზიანების გამო რამდენიმე სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დენის მიწოდება, სავარაუდოდ, დღის ბოლოსთვის აღდგება.
XS
SM
MD
LG