Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია და რუსეთი ნავთობის მიწოდებაზე მოლაპარაკებას განაგრძობენ


ბელორუსიასა და რუსეთს შორის განახლდა მოლაპარაკება ნავთობის მიწოდებაზე შესათანხმებლად. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-მდივან ირინა ესიპოვას განცხადებით, „მოლაპარაკების პროცესი ამჟამად გრძელდება“. ესიპოვას, ისევე როგორც ნავთობსადენების მონოპოლისტ კომპანია "ტრანსნეფტის" პრეს-მდივან იგორ დიომინის განცხადებით, მოლაპარაკება შაბათს განახლდა, მაგრამ შედეგი ჯერ არ მოუტანია. გასული წლის მიწურულს რუსეთმა და ბელორუსიამ ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას 2010 წელს ნავთობის მიწოდების პირობებზე და ბელორუსიის დელეგაცია ისევ მინსკში დაბრუნდა. ბელორუსიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი დელეგაცია მოსკოვში „უპრეცედენტო ზეწოლის“ ქვეშ მოაქციეს და რომ ასეთი რამ „სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია“. რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ მიმდინარე მოლაპარაკებას არ ექნება გავლენა ნავთობის ევროკავშირისთვის მიწოდებაზე.
XS
SM
MD
LG