Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი მეამბოხეების ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა რამადიში 30 დეკემბრის აფეთქებებისთვის


ერაყელი მეამბოხეების ჯგუფმა „ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა გასულ თვეში მოწყობილი ორი აფეთქებისთვის, რომლებმაც 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მძიმედ დაჭრა პროვინციის გუბერნატორი. ექსტრემისტების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მეამბოხეების ეს ჯგუფი „ღვთაებრივ დარტმად“ მოიხსენიებს 30 დეკემბერს მოწყობილი აფეთქებებს რამადიში. უფრო ადრე ამავე ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა ბაღდადში 8 დეკემბერს მოწყობილი აფეთქებისთვის, რომელსაც 127 ადამიანი შეეწირა. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ, მართლაც მეამბოხეების ჯგუფ „ერაყის ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნის თუ არა გაკეთებული განცხადებები.
XS
SM
MD
LG