Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო ცესკოს წევრობის კანდიდატთა განაცხადების მიღება


დღეიდან დაიწყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა საკონკურსო განაცხადების მიღება. კონკურსი სამ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა. ცესკოს 13 წევრიდან, რომელიც სხვადასხვა დროს 5 წლის ვადით დაამტკიცეს, სამს უფლებამოსილება 2010 წლიდან შეუწყდა. უფლებამოსილება შეუწყდა ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილსაც, თუმცა ამის მიზეზი არა თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა, არამედ საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება გახდა. საკონკურსო განცხადების შეტანის ვადა 8 იანვარს იწურება.

XS
SM
MD
LG