Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ აძიერებს თვითმფრინავის მგზავრების კონტროლს


დღეიდან აშშ-მა გააძლიერა კონტროლი მგზავრებისა, რომლებიც ამ ქვეყანაში მსოფლიოს 14 სახელმწიფდან მიფრინავენ. ვაშინგტონი თვლის, რომ ამ მგზავრებთან უსაფრთხოების რისკია დაკავშირებული. მთავრობის წარმომადგენლის თანახმად, მგზავრები, რომლებიც მოფრივენ იმ სახელმწიფოებიდან, ან მათი გავლით, რომლებიც შეტანილი არიან „ტერორიზმის მხარდამჭერთა“ სიაში (კუბა, ირანი, სუდანი და სირია), სრულ შემოწმებას გაივლიან. ასევე გაჩხრეკენ მათ „ხელბარგს“. ამავე შემოწმებას გაივლიან ავღანეთიდან, ალჟირიდან, ერაყიდან, ლიბანიდან, ლიბიიდან, ნიგერიდან, პაკისტანიდან, საუდის არაბეთიდან, სომალიდან და იემენიდან აშშ-ი მიმავალმ მგზავრები. სხვა ყველა ქვეყნის მგზავრებს, რომელიც აშშ მიემართებიან, შერჩევით შემოწმებას ჩაუტარებენ. შემოწმების პროცედურის გამკაცრება მოჰყვა შობა დღეს ნიგერიელი მოქალაქის მცდელობას, აეფეთქებინა აშშ-ში მიმავალი თვითმფრინავი.
XS
SM
MD
LG