Accessibility links

logo-print

ირანში არეულობის დროს დაკავებულებს შორის არაერთი უცხოელია


ირანმა განაცხადა, რომ არაერთი უცხოელია დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და უშიშროების ძალებს შორის დეკემბრის შეტაკებების დროს. დაზვერვის მინისტრმა, ჰეიდარ მოსლეჰიმ სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც ირანში ჩავიდნენ აშუარას რელიგიურ დღესასწაულადმე, 27 დეკემბრამდე ორი დღით ადრე, სისტემის წინააღმდეგ „ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებენ“. მოსლეჰის არ დაუზუსტუბია არც დაკავებულთა რიცხვი და არც მათი ეროვნება. სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების დროს შეტაკებებისას, დაკავებულია ასობით ადამიანი. რეფორმისტთა საინტერნეტო გვერდის ცნობით, თეირანის უნივერსიტეტის 88 პროფესორმა მიმართა რელიგიურ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის, შეაჩეროს ძალადობა ოპოზიციის მიმართ.
XS
SM
MD
LG