Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 77 წელი შეუსრულდა


აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში დროებით არ არიან და აუცილებალად დაბრუნდებიან - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც დღეს 77 წელი შეუსრულდა. მისთვის დაბადების დღის მოსალოცად საპატრიარქოში პოლიტიკოსები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მრევლს პირადად შეეძლება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც საღამოს 6 საათზე ილია მეორე სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისს გადაიხდის.
XS
SM
MD
LG