Accessibility links

პრაიმერისთან დაკავშირებით პარტიები კონსულტაციებს მართავენ


თვითმმართველობის არჩევნებამდე პრაიმერის ჩატარების ინიციატორმა პარტიებმა წლის პირველი შეხვედრა გამართეს. კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება იმ პარტიებთან, რომლებსაც პრაიმერიში მონაწილეობის საკითხი გასული წლის ბოლოს საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ჰქონდათ. დღევანდელი შეხვედრისას პრაიმერის ინიციატორებმა მხარი დაუჭირეს ”მრეწველთა” წინადადებას, რომლის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატის წინასწარ არჩევნებში მონაწილე პარტია ვალდებული არ იქნება მონაწილეობა საკრებულოს წევრთა შესარჩევ პრაიმერიშიც მიიღოს.
XS
SM
MD
LG