Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა გაიხსნა


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, დღეს ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, „ბურჯ დუბაი“, ანუ დუბაის კოშკი, რომელიც 800 მეტრზე მაღალია და ბევრად აღემატება დღემდე უმაღლეს, ადამიანის ხელით აგებულ შენობას, რომელიც ტაივანში დგას. ბურჯს ხუთ წელიწადს აშენებდნენ ათასობით ადამიანები, უმეტესად შუა აზიელი მიგრანტები. შენობა მილიარდნახევარი დოლარი დაჯდა.
XS
SM
MD
LG