Accessibility links

logo-print

გალის მკვიდრთ თავს დაესხნენ, სცემეს და გაძარცვეს


სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ დღეს დილით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ პირველი გალის მკვიდრს გოჩა კვირკველიას, რომელიც საკუთარი ავტომანქანით სოფელში მიემგზავრებოდა, სცემეს და გაძარცვეს. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობები, რომ დაჭრილი გოჩა კვირკველია გალის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. გალის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიორგი შონია გალის სამედიცინო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი პანციენტის, გვარად კვირკველიას საავადმყოფოში მოთავსებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG