Accessibility links

ჩინეთს სურს განახლდეს მოლაპარაკებები ირანის ატომური პრობლემის გარშემო


ჩინეთი გამოდის ინიციატივით - განახლდეს მოლაპარაკებები ირანის ატომური პრობლემის გარშემო. შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მანამდე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ღიაა ირანთან დიალოგის გასაახლებლად. ამასთან, კლინტონმა შენიშნა, რომ ვაშინგტონმა უკვე დაიწყო პარტნიორებთან თეირანის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გამაკაცრების განხილვა.
XS
SM
MD
LG