Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი თბილისს გენადი პლიევის გატაცებაში სდებს ბრალს


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ქართულ სპეცსამსახურებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ”რესი” იუწყება. ოსური მხარის მტკიცებით, გენადი პლიევს გუშინ, დაახლოებით 07:00 საათზე ხუთი ადამიანი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ცხინვალის გარეუბანში, შანხაის რაიონში ვარჯიშობდა. შანხაის უბანი ქართულ სოფელს ნიქოზს ესაზღვრება. ოსური მხარის ბრალდებას პლიევის გატაცებასთან დაკავშირებით აბსურდული უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, გენადი პლიევი ქართველმა სამართალდამცავებმა იმ დროს დააკავეს, როცა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავტომატით და ხელყუმბარებით შეიარაღებული გადმოვიდა.
XS
SM
MD
LG