Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მუშაობა განაახლეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებმა


იემენის დედაქალაქში მუშაობა განაახლეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საელჩოებმა, რომლებიც ტერაქტების საფრთხის გამო, დროებით გასული კვირის ბოლოს დაიხურა. ამასთან, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საკონსულოებს მოქალაქეთა მიღება ჯერჯერობით არ განუახლებიათ. აშშ-ის საელჩოს ცნობით, იემენის სპეცსამსახურების მიერ ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ტერორისტული თავდასხმის საფრთხე აღარ არსებობს. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, იემენის სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და ორგანიზაცია ალ-ყაიდას წევრთა შეტაკებისას მოკლულია ორი ექსტრემისტი, რომლებიც თავდასხმებს გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG