Accessibility links

ცხინვალში ევროკავშირის მეთვალყურეები მიიწვიეს


სამხრეთ ისეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა სააგენტო რესს აცნობა, რომ ცხინვალში უკვე მიიწვიეს ევროკავშირის მეთვალყურეები, რომლებსაც დაათვალიერებინებენ იმ ადგილს, საიდანაც გენადი პლიევი გაიტაცეს. თავის მხრივ, ევროკავშირის მისიაში სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადეს, რომ მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არ არის გადაწყვეტილი, მივლენ თუ არა მეთვალყურეები იმ ადგილას, სადაც ცხინვალმა მიიწვია.
XS
SM
MD
LG