Accessibility links

საქართველოს შსს: შეიარაღებული პლიევი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს


საქართველოს შსს-მ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქის დაპატიმრების ფაქტი დაადასტურა. სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული გენადი პლიევი თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს და მას სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა. თავის მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ პლიევი ქალაქის გარეუბნიდან გაიტაცეს, რის გამოც ადგილობრივმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
XS
SM
MD
LG