Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები პრეზიდენტის დაცვას, პოლიციასა და გამგებელს უჩივიან


დღეს სახალხო დამცველის ოფისში, ომბუდსმენის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტებები მისცეს ზუგდიდელმა ჟურნალისტებმა და საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” წევრებმა, რომლებიც 31 დეკემბერს დააკავეს. ზუგდიდის სასამართლომ ისინი დამნაშავედ ხულიგნობის გამო სცნო და 100-100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა დააკისრა. ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ერთი მხრივ, ჟურნალისტებს ნანა ფაჟავას და ილია ჩაჩიბაიას და ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლებს, მეორე მხრივ კი - შსს-ს. კერძოდ, სამინისტრომ 31 დეკემბერს განაცხადა, პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა დავით სორდიამ, ალექსანდრე მალაშხიამ, ალექსანდრე გეთიამ, კახა მიქაიამ, ილია ჩაჩიბაიამ და ნანა ფაჟავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას და მისი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებს. თავის მხრივ, პოლიციის მიერ დაკავებული და სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით დასჯილი ჟურნალისტები და ”დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პრეზიდენტის დაცვის წევრებმა და გამგებელმა მიაყენეს. ჟურნალისტები მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელისშეშლისა და უფლებამოსილების გადამეტების გამო, პრეზიდენტის დაცვის წევრებს, ზუგდიდის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციას, საპატრულო პოლიციას და ზუგდიდის გამგებელს მთავარ პროკურატურაში უჩივიან.
XS
SM
MD
LG