Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ოპტიმისტი და პესიმისტი ქუთაისელები დაპირებების ასრულებას ელიან


მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, ქუთაისი
მერიისა და სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, ქუთაისი

სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ცენტრალური უწყებების ქუთაისში გადატანა, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტური და ჩინური საწარმოების გახსნა - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებასაც ჰპირდება ქუთაისელებს ხელისუფლება.

წელს დაგეგმილია ქუთაისის ისტორიული უბნის მეორე ეტაპის რეაბილიტაციაც.

3 მილიონი ლარი ოპერის თეატრის შენობის რემონტისთვის, ხოლო 5 მილიონი პარლამენტის შენობის ასაშენებლად ცენტრალურიდან ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე ჩაირიცხა.

ქუთაისის მერის გია თევდორაძის თქმით, წელს ქუთაისში საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი აშენდება,შეკეთდება გზები და გადაიხურება მაღალსართულიანი სახლები. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარების გარდა, ყურადღება გამახვილდება სოციალურ პროექტებზე.

გარკვეული პროექტების განხორციელება დაწყებულია, მაგრამ ნელი ტემპით მიმდინარეობს. მაგალითად, კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის ქუთაისში გადატანა უიმედოდ გაჭიანურდა. სკეპტიკოს ქუთაისელებს ეეჭვებათ, რომ პროექტების ბოლომდე მისაყვანად ადგილობრივ ხელისუფლებაში გატარებული საკადრო ცვლილებები იკმარებს. ოპტიმისტურად განწყობილი ქუთაისელები კი დაპირებების ასრულების მოლოდინში არიან.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა სურვილია, ქალაქში რაც შეიძლება მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და ადამიანებმა ოჯახების რჩენა შეძლონ.
XS
SM
MD
LG