Accessibility links

logo-print

პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორი მოზარდი დაშავდა


საახალწლო მაშხალებით თამაშისას გუშინ თბილისში 13 წლის ნიკა ლაგურაშვილს თვალი დაუზიანდა. მას ჟვანიას სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმების განცხადებით, მოზარდს თვალი სერიოზულად აქვს დაშავებული, თუმცა იმედოვნებენ, რომ მხედველობის შენარჩუნებას შეძლებენ. დამწვრობის ცენტრში რჩება11 წლის მათე მიჩილაშვილიც, რომელიც, ექიმების თქმით, შედარებით მსუბუქად დაშავდა.

XS
SM
MD
LG