Accessibility links

გაერო არ აპირებს დააკვირდეს თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში


გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენლის, მარტინ ნესირკის განცხადებით გაერო არ აპირებს დააკვირდეს თვითმმართველობის არჩევნებს, რომლების საქართველოში მაისში ჩატარდება. ამის შესახებ სააგენტო ”რია ნოვოსტი” იუწყება. ბან კი მუნის წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაეროს გენერალურ მდივანს მიმართეს თხოვნით, არჩევნები საქართველოში გაეროს ეგიდით ჩატარებულიყო. ”არჩევნების ჩატარებაში გაერო-ს დახმარების მოთხოვნა ქვეყნის ხელისუფლებას შეუძლია.საერთოდ, გაერო არ ახორციელებს არჩევნებზე დაკვირვებას. მას მხოლოდ ტექნიკური დახმარების გაწევა შეუძლია” - თქვა მარტინ ნესირკიმ.

XS
SM
MD
LG