Accessibility links

logo-print

აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობა სპეციალურ ფასიან საშვებს ამზადებს


აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აფხაზური ან რუსული საბჭოთა პასპორტი და 100 რუსული რუბლი, რომელსაც აფხაზ მესაზღვრეებს უხდიან. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებმა ჯერჯერობით არაფერი იციან იმ ახალი საშვების შესახებ, რომლის დაკანონებასაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გეგმავს. თვითგამოცხადებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაქსიმ ღვინჯიას ცნობით, ახალი საგუშაგოების ამოქმედების შემდეგ გალის რაიონის მოსახლეობისთვის ე.წ. საზღვრის გადაკვეთა გამარტივდება, გადასახადი კი მცირე იქნება. კერძოდ, დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გალის რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სამეგრელოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად სპეციალური საშვები უნდა მიიღონ. გარკვეული დროით მოქმედი ფასიანი საშვები მოსახლეობამ ან გალის აფხაზურ ადმინისტრაციაში, ან უშუალოდ ე.წ. საზღვარზე განთავსებულ პუნქტებში უნდა მიიღონ.
XS
SM
MD
LG