Accessibility links

logo-print

რამდენად ასახავს ეკონომიკური რეიტინგები რეალობას?

  • ნიკო ნერგაძე

ნიკო ორველაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის ექსპერტი და პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი

ნიკო ორველაშვილი, ”ეროვნული ფორუმის” პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის ექსპერტი და პაატა შეშელიძე, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი

ბოლო დროს გამოქვეყნებული რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ წინ წაიწია. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, სახელწოდებით “ბიზნესის კეთება 2010”, საქართველოს მეთერთმეტე ადგილი არგუნა. ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” მიხედვით კი საქართველო 183 ქვეყანას შორის 26-ე პოზიციაზეა. რამდენად ასახავს მსგავსი რეიტინგები რეალურ ვითარებას? ამ თემაზე სასაუბროდ სადისკუსიო მაგიდასთან მოვიწვიეთ ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე და ”ეროვნული ფორუმის” პოლიტსაბჭოს წევრი, ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. ხომ არ შეიძლება, რომ ერთმა მაღალმა მაჩვენებელმა, მაგალითად ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო პროცედურების სიმარტივემ, გადაფაროს სისტემის სხვა ნაკლოვანებები? ეს გახლდათ პირველი შეკითხვა, რომელიც სტუმრებს დავუსვით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG