Accessibility links

logo-print

დაღესტანში ტერაქტის შედეგად ხუთი მილიციელი დაიღუპა და 14 დაშავდა


დაღესტნის დედაქალაქში, საგზაო-საპატრულო სამსახურის ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 5 მილიციელი დაიღუპა და 14 დაშავდა. დაღესტნის საგზაო ინსპექციის სამმართველოს ინფორმაციით, ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით შეიჭრა. სამართალდამცავთა ცნობით, აფეთქების სიმძლავრე სამოც კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტური იყო. დაღესტანში განხორციელებული ტერაქტის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრსა და უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე კონტროლისა და სამართალდამცავთა მუშაობის რეჟიმის გაძლიერება დაავალა.
XS
SM
MD
LG