Accessibility links

logo-print

მოზდოკი-თბილისის გაზსადენზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს


ინგუშეთში, მოზდოკი-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენთან დღეს ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინგუშეთის შსს-ს ცნობით, ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. დღესვე რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დაღესტნის რკინიგზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აღმოჩენილი და გაუვნებელყოფილია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სიმძლავრე 10 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო.
XS
SM
MD
LG