Accessibility links

logo-print

ბაქრაძე: მოქალაქეებს რუსეთის პასპორტების მიღებას აიძულებენ


საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვაზე რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გეგმავს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, მოქალაქეებს ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით, რუსეთის პასპორტების მიღებას აიძულებენ. ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება შეეცდება, ყველა საერთაშორისო ორგანიზიციაში დასვას ეს საკითხი, როგორც კიდევ ერთი დასტური რუსეთის პოლიტიკისა, რომელიც ამ რეგიონების სრული ასიმილაციისკენაა მიმართული. გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც ახალგორის რაიონის მცხოვრებნი ადასტურებენ, 10 იანვრიდან ქართულენოვანი დოკუმენტებით მიმოსვლა აიკრძალება. ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ კი დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის ხიდთან, დამონტაჟდება სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობით მოქალაქეთა იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდება.
XS
SM
MD
LG