Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: ნინო გიორგობიანი


ნინო გიორგობიანი, ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
ნინო გიორგობიანი, ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი
6 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. როგორც მან გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, „აირზენა – საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია ჩარტერული რეისები მოსკოვის მიმართულებით 16, 20 და 24 იანვარსაც შესრულდეს. კვლავ გაურკვეველი რჩება რეგულარული რეისების აღდგენის საკითხი. ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთის ფასი 170 ევროდან იწყება. გარდა მოსკოვის მიმართულებით დანიშნული ჩარტერული რეისებისა, შესაძლებელია განხორციელდეს ავიარეისები სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, თუმცა, „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ რეისებზე მოთხოვნა საკმაოდ მცირეა.
XS
SM
MD
LG