Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურის ცნობით, დაღესტანში ლიკვიდირებულია ორი მეამბოხე


რუსეთის პროკურატურის ცნობით, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და შსს-ს მიერ დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ორი მეამბოხე, რომლებიც მახაჩყალაში სამართალდამცავთა ბაზაზე ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება, რომ ეჭვმიტანილები დაღესტნის დედაქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ კერძო სახლში იმალებოდნენ და დაკავებისას სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, სროლის შედეგად ორი სპეცრაზმელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG