Accessibility links

logo-print

ჰანს იორგ ჰაბერი: ორივე მხარეს დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა შეეძლოთ


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა გადაადგილების თავისუფლებისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დაკავებულთა საკითხების განსახილველად კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მომავალ კვირაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრისკენ მოუწოდა. შეხვედრის აუცილებლობა გამოიწვია ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ, 4 იანვარს, გენადი პლიევის დაკავებამ - ნათქვამია ჰაბერის განცხადებაში. ამ ფაქტის გამო, ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია აღნიშნავს, რომ დეტალების გასარკვევად ყველა ზომას მიმართავს. მისიის შეფასებით, სურათი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან მომხდარის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია არსებობს. ჰანს იორგ ჰაბერის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კეთილი ნების შემთხვევაში, ორივე მხარეს დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა შეეძლოთ.
XS
SM
MD
LG